ია შუღლიაშვილი ‘’Taste of Cinema’’- ს ათეულშია

‘’Taste of Cinema’’– მ, რომელიც ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული კინოსაიტი გახლავთ, ია შუღლიაშვილი ათ ყველაზე კარგ, დახვეწილ მსახიობთა სიაში  შეიყვანა. ია  საუკეთესოთა ათეულში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ერთ-ერთი მთავარი როლის – მანანას შესრულებით მოხვდა.

სიაში ია შუღლიაშვილი მეექვსე ადგილზეა, პირველი ადგილი კი კეისი აფლეკმა დაიკავა.

ნანა ექვთიმიშვილის ფილმის, ჩემი ბედნიერი ოჯახის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები