“მასწავლებელო, დამეხმარე ვიყო შემოქმედი”

ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის, ამონაშვილის აკადემიის და ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 18 იანვარს, თბილისში, გაიმართება პირველი ქართული ჰუმანური პედაგოგიკის კონფერენცია – “მასწავლებელო, დამეხმარე ვიყო შემოქმედი”

ამ შეხვედრის მიზანია:

განათლების თანამედროვე საკითხების გააზრება; ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში მასწავლებლის როლის განსაზღვრა; ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპების პრაქტიკული მაგალითების წარმოჩენა; წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე საშუალება გექნებათ მოუსმინოთ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლებს: შალვა და პაატა ამონაშვილებს; ასევე ჰუმანურ პედაგოგიკაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგს – ნათელა ამონაშვილს, და ნახოთ ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპებზე აგებული პრაქტიკული გაკვეთილების მაგალითები.

ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია უკვე 19 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და აერთიანებს ათასობით პედაგოგს. წელს, პირველად, ქართველ პედაგოგებსაც გექნებათ შანსი შეუერთდეთ ამ საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოთ ჰუმანურ პედაგოგიკაში.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები