”ემიგრანტები”

31 იანვარს, თეატრი „გლობუსი“ გეპატიჟებათ სპექტაკლზე  ‘’ემიგრანტები“, რომელიც ერთი ქვეყნიდან იძულებით ემიგრირებული ორი ადამიანის ისტორიაა.

ემიგრაცია, როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობა. როგორ იცვლება ადამიანი ემიგრაციაში და რა გავლენას ახდენს მასზე სამშობლოდან შორს ყოფნა. პრიმიტივისა და ინტელექტუალის კონფლიქტი. ბრძოლა მონობასა და თავისუფლებას შორის. ორი მსოფლმხედველობის დაპირისპირება და თავისუფლება როგორც ამოსავალი წერტილი.

ეს გახლავთ მოკლე შინაარში სპექტაკლისა ‘’ ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ი’’, რომლის ავტორიც გახლავთ სლავომირ მროჟეკი, რეჟისორი – გუგა ბერეკაშვილი. მონაწილეობენ: ცოტნე ხუბუტია, გიორგი ელიჯარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები