“სამშობლო – გზა შინისაკენ” – საქველმოქმედო საღამო იტალიაში გაიმართება

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველი პოეტი, ეკა ოთარაშვილი საქველმოქმედო საღამოს 23 იანვარს გამართავს. სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ქართველი პოეტის მიერ დაწერილ ლექსებზე შექმნილი სიმღერები და გაეცნონ მის მოთხრობებსაც. საღმოზე დასწრება უფასო იქნება, თუმცა ქველმოქმედების მსურველთა მიერ გაღებული თანხა გადაერიცხება რეაბილიტაციის ცენტრს “სმენისა და მეტყველების სახლი თელავში”.

“შემოქმედება მხოლოდ სიკეთის ძიებაა, რომელიც ბუნებიდან და ადამიანებიდან იწყება. ჩვენ, გულწრფელობა, სიყვარული და ერთად დგომა გადაგვარჩენს. მობრძანდით და კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ ჩვენი ხელების გადაბმული ჯაჭვი, რომელიც ჩვენი სიძლიერის სიმბოლოა. უფალმა დაგლოცოთ” – წერს მომღერალი ეკა ოთარაშვილი.

Angelo Cirone-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები