ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას “მაკნატუნა” უბრუნდება

11 იანვარს თბილისის ოპერისა და ბელტის თეატრის სცენაზე ამბავი კაკლის სატეხი თოჯინის შესახებ – “მაკნატუნა” გათამაშდება.

ახალ დადგმაში მოქმედება საქართველოში მიმდინარეობს – მარი მაკნატუნასთვის ჯადოს მოხსნასა და მის უფლისწულად ქცევას ამჯერად დადიანების სასახლეში შეეცდება.

პეტრე ჩაიკოვსკის მაკნატუნა, ოპერის თეატრში პირველად 1900 წელს დაიდგა. სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებითა და სცენოგრაფიით დადგმულ ბალეტს ყოველთვის რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა. თანამედროვე ვერსიის კოსტიუმებზე ანა კალატოზიშვილმა იმუშავა, დეკორაცია კი დავით პოპიშვილს ეკუთვნის.

ოპერისა და ბალეტის თეატრში 2020 წლის სეზონი სწორედ ამ პრემიერით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები