ნიდერლანდებში ქართველი ჩელოისტის კონცერტი გაიმართება

18 იანვარს ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგის ისტორიულ შენობაში “Hasselt Chapel” ქართველი ჩელოისტის, ქეთევან როინიშვილისა და ჯეროენ დუპონის კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე შესრულდება კასტილიოს ინტერიორისა და  თანამედროვე ლატვიელი კომპოზიტორის, პუტერის ვასკის ნაწარმოებებს.

ქართველ მუსიკოსი ქეთევან როინიშვილი წლებია, ნიდერლანდებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჩელოისტის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა ჰოლანდიაში რადიოთი თუ ტელევიზიით ხშირადაა შესაძლებელი. მას მუსიკალურ საზოგადოებაში კარგად იცნობენ. 2019 წელს მან სადებიუტო ალბომი “ნანა” გამოუშვა.

ალბომში დიდი ადგილი უკავია ქართულ მუსიკას – სულხან ცინცაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს და მისი შეძენა თითქმის მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები