წლების მანძილზე ვცდილობდი მომეკლა ჩემში ქართველობა! დღეს ქართველობა მეამაყება! ყველანი ძალიან მიყვარხართ

კიდევ ერთი პოსტი “ქართული კვირის” მკითხველს Anna Bibaj- ისგან.

“კიბეებზე ავდიოდი საძინებელში  სიმღერით. შევჩერდი და ტირილი წამსკდა! წლების მანძილზე პირველად წავიმღერე ქართული სიმღერა, ქართული ალილო!

წლების მანძილზე ვცდილობდი მომეკლა ჩემში ქართველობა!

შორს დამეჭირა თავი ქართველებისგან!

ყოველთვის ნეგატიურად ვფიქრობდი!

წლების მანძილზე მეგონა, რომ ქართველები ყველაზე ცუდი ხალხი ვართ! ერთმანეთის პატივისცემა არ გაგვაჩნია! ერთმანეთის გვერდით დგომა არ ვიცით!

დავივიწყე ქართული ტრადიციები! აღარ არსებობდა არანაირი ქართული დღესასწაული ჩემს ცხოვრებაში! ვცდილობდი გონებიდან ამომეშალა ყველაფერი რაც საქართველოს ეხება!

წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო… მხოლოდ ვიტყუებდი და ვიმშვიდებდი თავს, რომ მონატრება არ მეგრძნო!

ძალიან ძნელია იცხოვრო შენი სამშობლოდან შორს! ალბად ბევრი მიხვდებით, ბევრიც გამაკრიტიკებთ, მაგრამ მე მინდა ერთი ვთქვა, რომ დღეს ქართველობა მეამაყება! ყველანი ძალიან მიყვარხართ.

ჩ ვ ე ნ  დ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი თ!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.