სად არის თქვენი სახლი?

დიდ კონსტანტინეს  ნათქვამი აქვს: ”ემიგრანტობის დროს  თითქოს ყველაფერი მაქვს, მაგრამ “შინ” არაო”’…

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი თეოლაინ ნამგალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა …

“მთელი წელია, აკვიატებული მაქვს ერთი ფრაზა და სრულიად გაუაზრებლად, გაუთავებლად ვიმეორებ: სახლში მინდა…

ამას ვამბობ, როცა თბილისში ვარ, და ამას ვამბობ, როცა იტალიაში ვარ !

ვამბობ, როცა ჭურჭელს ვრეცხავ, საბანს ვიკეცავ, მოპირდაპირე კორპუსების ფანჯრებს გავყურებ, ან ხეებს შორის ვდგავარ და სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობ.

სახლში მინდა-მეთქი წამოვიძახებ ხოლმე  და გამიკვირდება.

არ მესმის, რომელ სახლზე ვლაპარაკობ. რომელ სახლში მინდა. სადაა ეს სახლი.

მერე ვფიქრობ, რომ ალბათ სახლს კი არა, რაღაც მდგომარეობას ვგულისხმობ. სახლში ყოფნის შეგრძნებას, რომელიც სადღაც დავკარგე, თითქოს ავტობუსში ჩანთიდან ამომაცალეს და დიდი ხნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გამქრალა. იქნებ ჩემს თავშია და იმალება. ვჩხრეკ, ვქექავ, კედლებს ვეხეთქები…

დრო გადის, მორიგი დღე თენდება, ყავის ნაცვლად ჩაის ვიდუღებ – დეკემბერია!

და ისევ არ ვიცი, ისევ არ მესმის, სად არის ჩემი სახლი…

სად არის თქვენი სახლი?”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები