ქართველი მოციგურავეები ევროპის გრან-პრის პირველ ადგილზე იმყოფებიან

იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიურ არენაზე “პალაველა”  იუნიორთა კატეგორიაში  საუკეთესო 6 ფინალისტი წყვილი  რიტმული ცეკვებით წარსდგა.
გამოსვლის შემდეგ, ქართველი წყვილი, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სატურნირო ცხრილს 76 ქულით ლიდერობენ და თავისუფალი პროგრამით ასპარეზობამდე, პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ტურნირის ამ ეტაპზე მათ უშეცდომოდ შეასრულეს „რიტმული ცეკვის“ ყველა სავალდებულო კომპონენტი. ქართველი მოციგურავეები ტურინის გრან-პრიზე 7 დეკემბერს თავისუფალი პროგრამით წარსდგებიან.

იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიური არენაზე 2019 წლის გრან-პრი 5 დეკემბრიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მიწვეულია ქართველი საერთაშორისო მსაჯი, სალომე ჩოგოვაძეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები