“ქვეყანა, სადაც სტუმარი მასპინძელზე მეტია” – უზბეკური გამოცემა საქართველოს შესახებ

„მოგზაურობა საქართველოში: ქვეყანა, სადაც სტუმარი უფრო მეტია, ვიდრე მასპინძელი“ – ამ სათაურით სტატიას უზბეკეთის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო პორტალი KUN.UZ აქვეყნებს.

„მოგზაურები სხვადასხვა მიზნით სტუმრობენ ხოლმე ქვეყნებს, ზოგს მთების ნახვა სურს, ზოგს კი ზღვის ჰაერი. არის ქვეყნები, რომლებიც ვიზიტორებს განსაკუთრებული სამზარეულოთი ან მრავალსაუკუნოვანი ისტორიით იზიდავს. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომელსაც ყველაფერი ერთდროულად სურს? – დაუყოვნებლივ ეწვიოს საქართველოს. ადგილს, რომელიც ერთი ნახვით იპყრობს მოგზაურთა გულებს“– ნათქვამია სტატიაში.

ავტორი, ვადიმ სულთანოვი მკითხველს თბილისის დაარსების შესახებ ლეგენდასაც უყვება და ქვეთავში, „დროშების, ეკლესიების და ძეგლების მიწა“ ქვეყნის ისტორიულ ძეგლებსაც აცნობს.

ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას ავტორი გვირჩევს, აზრი ტაქსისტებს ვკითხოთ – „ესაუბრეთ ტაქსის მძღოლებს. ისინი მარტივად გაგარკვევენ  ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში და სოციალურ პრობლემებზეც მოგიყვებიან“

„თითოეული ქალაქი განსხვავებული ამბავია“- ამბობს ავტორი და საქართველოს ღირსშესანიშნავი ქალაქების ჩამოთვლას სოხუმით იწყებს.

მათთვის ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, სად დაისვენოს, გამოცემას აქვს პასუხი – „ მარტივად – არჩევანი საქართველოზე შეაჩერეთ- ტაშკენტიდან პირდაპირი იაფი ფრენებითა და ყოველგვარი ზედმეტი დოკუმენტების (მაგალითად, ვიზის) გარეშე.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები