ცნობილი ქართველი პიანისტი ოსლოში დაუკრავს

პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ნორვეგიას 15 ნოემბერს ეწვევა და Bærum Kulturhus-ში კონცერტს გამართავს. საკონცერტო პროგრამაშია ბახის, ლისტის, შოპენის, შუბერტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები.

ვაიმარში მცხოვრები ქართველი პიანისტი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მსოფლიო აღიარება 2014 წელს, უტრეხტის საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. „პიანისტი, რომელიც  ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს“ – ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა  გამოცემამ „NRC Handelsblad“.

 

მარიამ ბაწაშვილი სამწლიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში რამდენიმე ქვეყანას ეწვევა. კონცერტები დაგეგმილია მსოფლიოს წამყვან საკონცერტო სივრცეებში, მათ შორისაა ლივერპულისა და მიუნხენის ფილარმონიებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები