ქართული ღვინო სტოკჰოლმის გამოფენაზე

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ღვინისა და საკვების უმსხვილესი გამოფენა „Stockholm Food and Wine 2019“ გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობს სკანდინავიის რეგიონში და მას ყოველწლიურად 40 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და მომხმარებელი სტუმრობს.

გამოფენაში მონაწილეობით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება ეძლევათ  საკუთარი პროდუქცია გააცნონ შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს და იმპორტიორებს, რომლებთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასამკვიდრებლად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართულ ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაზრდილი, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, შვედეთში ექსპორტირებულია 65 ათასი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 460%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები