ქართველ პროფესორს აკადემიური პალმების უმაღლესი, კომანდორის ორდენი მიენიჭა

2019 წლის 30 ოქტომბერს, საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონ ჟან-მიშელ ბლანკეს გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მზაღო დოხტურიშვილს მიენიჭა აკადემიური პალმების უმაღლესი, კომანდორის ორდენი.

აკადემიური პალმების ორდენი დაარსდა 1808 წელს ნაპოლეონ პირველის მიერ. თავდაპირველად მას ანიჭებდნენ ლიცეუმისა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს. 1886 წლიდან, ის გადაეცემა ყველას, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების საქმეში.

1955 წლიდან პრეზიდენტ რენე კოტის მიერ გამოცემული დეკრეტით დაწესდა სამი სახის აკადემიური პალმების ორდენი: აკადემიური პალმების ორდენის კავალერი, აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი და აკადემიური პალმების ორდენის კომანდორი.

საქართველოში პირველად, 1996 წელს აკადემიური პალმების კავალერის ორდენი გადაეცა პროფესორ მზაღო დოხტურიშვილს. 2011 წლის მარტში მას გადაეცა მომდევნო საფეხურის, აკადემიური პალმების ოფიცრის ორდენი.

ორდენის გადაცემის ცერემონია საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები