AEIF-ის კონკურსში საქართველოს გუნდმა გაიმარჯვა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, AEIF-ის კონკურსში საქართველოს გუნდმა გაიმარჯვა.

,,ვულოცავთ საქართველოს გუნდს AEIF კონკურსში გამარჯვებას!

დევნილი ახალგაზრდებისთვის რობოტიკის, პროგრამირებისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების შესწავლის პროექტი მსოფლიოს 1,400 პროექტიდან შეირჩა.

AEIF ყოველწლიური კონკურსია, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს უფინანსებს გლობალური გამოწვევების საპასუხო პროექტებს. წელს კონკურსს 64 გამარჯვებული ჰყავს“ – აღნიშნულია საელჩოს ოფიციალურ facebook-გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები