ჰოლანდიაში მოღვაწე მხატვრის გიორგი შენგელიას გამოფენას გერმანია უმასპინძლებს

8 ნოემბერს გერამანიაში, ქალაქ ესენში, ქართველი მხატვრის გიორგი შენგელიას გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე სახელწოდებით „შავი და ლურჯი“ წარმოდგენილი იქნება მხატვრის ნამუშევრები შავი და ჩრდილოეთის ზღვების თემაზე.

გიორგი შენგელია ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ის სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში.

მისი ნამუშევრები კონცეპტუალურია. გიორგი შენგელიას ნახატები გაბნეულია მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ ნახოთ შეერთებულ შტატებში, შვედეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები