ეროვნულმა ბანკმა ევროპის საბჭოში გაწევრიანების საიუბილეო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის საბჭო დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

მონეტის ავერსი გაყოფილია სიმეტრიულად ორ თანაბარ ნაწილად, რომელთაც წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებთ, როგორც ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის სიმბოლო. მონეტის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ევროპის საბჭოს 70 წლის საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი ლოგო, მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერა: „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა“.

მონეტის რევერსიც, ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთაც, ასევე, წრიულად გამოსახული 47 ხელჩაჭიდებული ადამიანის პიქტოგრამა აერთიანებს, მათგან ერთი წითელი ფერითაა აღნიშნული და სიმბოლურად საქართველოს აღნიშნავს. მონეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და წარწერები: „საქართველო“; „Georgia“; „20“ (საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის აღსანიშნავად); მარჯვენა მხარეს დატანილია საქართველოს რუკა და წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, „I am Georgian, and therefore I am European“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები