ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში, ქართული ღვინის 22 კომპანია მონაწილეობდა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საერთაშორისო გამოფენაში ,,Ferment” (Warsaw Wine Experience 2019), ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა.

Warsaw Wine Experience პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო პოლონეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და შესაბამისად, გამოფენაზე მოსული სტუმრების მხრიდან ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით დაინტერესება დიდი იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები