საქართველოში მეწარმეობის ცენტრი იხსნება

საქართველოში ბრიტანეთის მოწინავე Henley Centre for Entrepreneurship-თან პარტნიორობით, მეწარმეობის ცენტრი იხსნება.

ქვეყანაში არსებული ყველა სტარტაპისთვის, მცირე და საშუალო მეწარმესთვის ცენტრის პროგრამებში მონაწილეობა უსასყიდლოდ იქნება შესაძლებელი.

სტარტაპ ბუთქემფები, ტრენინგები, ვორკშოფები, ჰაკათონი, მეწარმეობის რეგიონალური კვლევა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნა და ციფრული საწარმოების მხარდაჭერა – არის ცენტრის მიერ გაცხადებულ მიზნებს შორის.

მეწარმეობის ცენტრის პრეზენტაცია 28 ოქტომბერს 14:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.