ქართველი ტენორის, ირაკლი კახიძის ფურორი გერმანიაში

გერმანიაში, მანჰაიმის ნაციონალურ თეატრში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით საღამო გაიმართა, სადაც ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ აჟღერდა. მანრიკოს პარტია ქართველმა ტენორმა – ირაკლი კახიძემ შეასრულა.

„ამ ვარსკვლავური საღამოს ჭეშმარიტად ექსტრაკლასის, გულწრფელი, შემოქმედი უპირობოდ, ოპერის უმთავრესი გმირი – ტრუბადურია. მანჰაიმის ნაციონალური თეატრის ანსამბლის წევრმა ირაკლი კახიძემ, მანრიკოს ურთულესი პარტია გამოწრთობილი, ნატიფი ტემბრისა და მაღალ რეგისტრში მომნუსხველი ბრწყინვალების ტენორით იმღერა.

ამ საოპერო როლის ყველა, საყოველთაოდ ცნობილი სირთულე, რაც ვიტყოდი, მწვერვალებზე ფრენის ტოლფასია, მის მიერ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე იქნა გადალახული. სცენაზე იდგა სიცოცხლითა და მღელვარებით სავსე ნამდვილი იტალიური სპინტო-ტენორი!“,- წერს კრიტიკოსი გაბორ ჰალასცი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები