საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“ წარდგება

16-20 ოქტომბერს, საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“ წარდგება. ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამა.

სტუმრები საქართველოს 3 სხვადასხვა სივრცეში აღმოაჩენენ: ეროვნული სტენდით (Hall 5.0, B100); გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდით (Frankfurt Kids Foyer 5.1/6.1) და გაატარე 4 სეზონი საქართველოში Spend 4 Seasons in Georgia (Hall 3.1 K126).

პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული სტენდის სცენაზე და ბაზრობის სხვა სივრცეებში, დაგეგმილია სხვადასხვა ლიტერატურული და ბიზნეს ღონისძიება. ქართული გამომცემლობები ღონისძიების ფარგლებში, უცხოელ გამომცემლებს სხვადასხვა ფორმატში ქართულ ლიტერატურას გააცნობენ.

ფრანკფურტის ბაზრობაზე, საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს მწერალთა სახლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგება.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები