კატეგორია

დღის ფოტო

გიორგი ბუნდოვანი – ცისფერი ყანწების ორდენის ღერბი

გიორგი ბუნდოვანი: "აფხაზეთის პირველ ომამდე მალხაზ ვაჩეიშვილმა (რომელიც შემდგომში გმირულად დაიღუპა აფხაზეთის ომში) თავის მეგობარ პოეტებთან ერთად, კოლაუ ნადირაძეს, როგორც ცისფერყანწელთა უკანასკნელ მოჰიკანს, განბანეს ფერხი და ამ საკრალური…

“კიევში, ქართულ საცხობში “მადლიანი პური” უსასყიდლოდ გაიცემა თონის პურები და…

"მეგობრებო ვინმეს თუ გყავთ კიევში ახლობლები, ნათესავები,მეგობრები, ნაცნობები, მეტრო აბალონის ტერიტორიაზე ქართულ საცხობში “მადლიანი პური” უსასყიდლოდ გაიცემა თონის პურები და ღვეზელები" სოციალურ ქსელში განცხადებას ნატალია ჯიქია ავრცელებს.

“ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი, მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი…”

ფოტოზე უკრაინაში, პოლტავის ოლქში, ქალაქ მირგოროდთან მდებარე სოფელი ზუბოვკაა ასახული. ეს ნაცნობი და ახლობელი სახელი ქართველებს დავით გურამიშვილის პოეტურ შედევრს გვახსენებს. თავად პოეტის ბედიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინის ამ…

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ 1999 წელს გამოცხადდა. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. ქართულ ენას ქართველებმა დედა ენა უწოდეს - ამ ენის…

ქრისტოფორო დე კასტელისა და სხვა უცნობი მხატვრის ჩანახატები და რუკა

1630-1649 წლებში საქართველოში, ოდიშის სამთავროში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი. ამ პერიოდში მან შექმნა ნაშრომი, რომელშიც აღწერილია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და ზოგადად, საქართველოს…

შავი ყვავის აფრენა – ცნობილი ფოტოს ამბავი

იური მეჩითოვის ფოტოფირზე აღბეჭდილი სერგო ფარაჯანოვი ალბათ ყველა ჩვენგანს გვინახავს. სომხური წარმოშობის ქართველმა კინორეჟისორმა მრავალი შედევრი შემატა ქართულ კინემატოგრაფიას, მისი ფოტოც კი შედევრად იქცა - გამოსახულებად, რომელიც მასზე…

ტერენტი გრანელის დაბადების ჩანაწერი

საქართველოს ეროვნულ არქივში ტერენტი გრანელის დაბადების ჩანაწერია დაცული. ტერენტი გრანელის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად მითითებულია 1897 წლის 25 ნოემბერი, თუმცა დაბადების ჩანაწერის მიხედვით ტერენტი 1898 წლის 3 (16 ივნისს) დაიბადა და 7 (20)…

ქართველი ხალხის საგანძურის მშვენება

ნამდვილი სამეფო საგანძური. საქართველოს დედოფლის დარეჯან დადიანის საყურე. შუაში ჩასმულია ვარდისფერი ალმასი. ყუნწზე მოთავსებულია მკრთალი ლალი, სამკაულის ყველაზე დიდი მშვენება კი 8 კარატიანი ინდური ზურმუხტებია. სავარაუდოდ ისინი მეფე ერეკლეს…

ასე ცხოვრობდნენ საქართველოში

ეთნოგრაფის, ლექსიკოლოგის, პუბლიცისტის, ფოლკლორისტისა და მთარგმნელის თედო სახოკიას ნაამბობი: "ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ იმხანად ფული არ მქონდა, გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან…

თბილისის ანძა ესპანეთის სამეფოს დროშის ფერებში განათდა

12 ოქტომბერს, ესპანეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, თბილისის ანძა ესპანეთის სამეფოს დროშის ფერებში განათდა.