გალაკტიონის უბის წიგნაკიდან

გალაკტიონის უბის წიგნაკიდან:

„ყოველივე ეს წარსულია… მახსოვს, ეს იყო დიდი ხნის წინად, დაახლოებით 16 წლის წინად. რკინისგზის სადგურთან შემხვდნენ ეს ბავშვები. გადავიღეთ ერთად სურათი. ეს ბავშები წამოსული იყვნენ რუსეთიდან. „აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებოდითო“. მათი მშობლებიც სამოქალაქო ომებში დაღუპულიყვნენ. მახსოვს იმავე დღეს შევხვდი ბავშვებისა და ყველას საყვარელ პოეტს, შიო მღვიმელს. როდესაც მან ეს სურათი ნახა, თვალებზე ცრემლი მოერია, გადამეხვია, გადამკოცნა. სურათი კი თან წაიღო, ძალიან მჭირდებაო, მითხრა…

ეს ამბავი შემდეგ სულ გადამავიწყდა… როდესაც გუშინ მიჩვენეს ეს სურათი, წარმოიდგინეთ ჩემი სასიამოვნო გაკვირვება, როდესაც 16 თუ 17 წლის შემდეგ, მიჩვენეს ეს სურათი, აღმოჩენილი შიო მღვიმელის ქაღალდებში. 15 აპრილი, 1941 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები