გიორგი მახიტაშვილმა MMA-ში პოლონეთის ჩემპიონობა მოიპოვა

ქართული ცნობების ინფორმაციით, პოლონეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა, გიორგი მახიტაშვილმა, MMA-ში პოლონეთის ჩემპიონობა მოიპოვა

ქალაქ პულავში გამართულ MMA-ის პოლონეთის ჩემპიონატზე გიორგიმ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ჩემპიონობის გზაზე მან ოთხი დაძაბული ბრძოლა მოიგო და ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაშიც გიორგიმ დამაჯერებლად იასპარეზა, მეტოქე დაამარცხა და MMA-ში პოლონეთის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა.