მწერალთა სახლში გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის „ახალი ქართული მოთხრობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

4 ივლისს, გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეს, მწერალთა სახლში გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის „ახალი ქართული მოთხრობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო შედგა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პრემიების მოსაპოვებლად დაწესებული იყო 2 ნომინაცია:
„რჩეული მოთხრობა“ და „რჩეული დებიუტი“. გარდა ამისა, ჟიურიმ დააწესა საგანგებო ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, რომელშიც დამატებით 2 ავტორი გამოავლინა.
პრემიის ლაურეატები გახდნენ:
ელენე ხარაზიშვილი, ნომინაცია „რჩეული მოთხრობა“, ნაწარმოებისთვის „ბროწეულის ხეები“;
არჩილ ხომერიკი, ნომინაცია „რჩეული დებიუტი“, ნაწარმოებისთვის „იქ, სადაც გემები არ მიდიან“;
ნიკოლოზ გაბუნია, ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, მოთხრობისთვის „შამშირი“;
ილია ჭანტურია, ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, მოთხრობისთვის „ეს ჩვენი მწვანე მინდორი“.
 “პრემიის ლაურეატებისთვის დაწესებულია ფულადი პრიზები და ჯილდოები:
ნომინაცია „რჩეული მოთხრობა“ – 3 000 ლარი
ნომინაცია „რჩეული დებიუტი“ – 2 000 ლარი
ჯილდო სიმბოლიკით.
ნომინაციაში „ჟიურის რჩეული ავტორი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო დიპლომებითა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნებით.
2026 წლის პრემიის ჟიურის წევრები იყვნენ:
თამარელა წოწორია − ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი;
ადა ნემსაძე − ფილოლოგი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ბაჩო კვირტია − მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი” – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია მწერალთა სახლმა დააწესა. პრემია მიზნად ისახავს ახალი ავტორების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას. კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც 18-26 წლის ასაკის ავტორებს შეუძლიათ წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

Nato Jinjaradze

წარმატებები
  • პასუხის გაცემა

Anna Vakhtangashvili

უმაგრესი გოგო ხარ ელენე
  • პასუხის გაცემა
  • პასუხის გაცემა

Guliko Gulo

წარმატებები აჩი

  • პასუხის გაცემა

  • პასუხის გაცემა
გურამ რჩეულიშვილიპრემიარჩეული მოთხრობა