ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია – მან მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის, კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41.57 წამში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა .
შეჯიბრება კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს, სადაც მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.