საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები კოლუმბიაში გაემგზავრა, სადაც 5-11 ივლისს სტარტი აიღო 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა.
პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის, მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინაძისა და ექიმი -რეაბილიტოლოგის, გიორგი ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით იმყოფება.
ნაკრების შემადგენლობა და შეჯიბრების განრიგი:
8 ივლისი 00;00 სთ
გიორგი ქინქლაძე 65 კგ.
9 ივლისი 03:00 სთ
დავით კილაძე 71 კგ.
11 ივლისი 03:00 სთ
ლადო ძიმცეიშვილი 88 კგ.
11 ივლისი 22:00 სთ
თამაზ მეგრელიშვილი 94 კგ.
12 ივლისი 00:30 სთ
ნიკოლოზ კურტანიძე +94 კგ.
ხვიჩა კიწმარიძე +94 კგ