ხორვატიაში მიმდინარე ტურნირზე „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.
შეჯიბრებაზე „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“, რომელშიც 69 ქვეყნის 2720 ათლეტი მონაწილეობდა საქართველოს ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან დადეშქელიანი (კადეტები, – 57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ გოგრიჭიანი (კადეტები, 70+ კგ) და გიგი ალანია (იუნიორები, – 55 კგ) დასჯერდნენ.