მაროკოში მიმდინარე პრემიერ-ლიგაზე სპორტულ კარატეში ქართველმა კარატისტმა ვალიკო ფონიავამ (-75 კგ) კუმიტეში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი რუს მოწინააღმდეგესთან დათმო.
შესარჩევ ეტაპზე ვალიკო ფონიავამ დანიელი, იტალიელი და ფრანგი კარატისტები დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე ფინალისთვის ბრძოლისას სომეხ და უკრაინელ სპორტსმენებს სძლია.