პიანისტი გიორგი არაბიძე კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ინფორმაციას თავად გიორგი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“მეგობრებო! წარჩინებით ჩავაბარე კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში (ბარსელონა)! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს ქალბატონებს, ლედა კანკავასა და ლეილა მარუაშვილს ფასდაუდებელი შრომისთვის!
დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!!! “, – წერს პიანისტი გიორგი არაბიძე.