სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ მონტემორ-უ-ველიუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე  კანოე სპრინტსა და პარაკანოეში საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა 200-მეტრიანი დისტანცია პარაკაიაკით 40,129 წამში დაფარა და ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიაში პირველი ჩემპიონის მედალი შარშანდელი მოიპოვა.
წლევანდელ ჩემპიონატში ორმოცამდე ქვეყნის 800 სპორტსმენი მონაწილეობს.
სერჰი იემელიანოვი