თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო „მცვივანი რაჭული“ მიეკო იოშიმურას გადასცა

23 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო „მცვივანი რაჭული“ იამაგატას პრეფექტურის გუბერნატორს, მიეკო იოშიმურას გადასცა.
​პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას.
​აღსანიშნავია, რომ იამაგატა რიგით 47-ე პრეფექტურაა. ამ საიუბილეო და დასკვნითი გადაცემით, პროექტი წარმატებით დასრულდა და ქართული ღვინო უკვე იაპონიის უკლებლივ ყველა პრეფექტურაშია წარმოდგენილი.
თემურ ლეჟავა