„ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისათვის“ ბაზელის საბავშვო ბიბლიოთეკაში

დედაენის დღის აღსანიშნავად, ბაზელის საბავშვო ბიბლიოთეკაში, სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის გაიმართა ზღაპრების საჯარო კითხვა და შეხვედრა ავტორებთან – ლელა ცუცქირიძესთან და მარიამ წიკლაურთან.

პროექტი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივებისა და ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა “ნაკადულის” თანამშრომლობით.