12 ივნისს XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება თბილისში

12 ივნისს, XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართება თბილისში!
ფესტივალი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ექსკლუზიურ ვოკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან წარმატებული სოპრანო სალომე ჯიქია
და პირველად საქართველოში – იტალიელი მულტიმუსიკოსი ფრანჩესკო ბარბაჯელატა.
14 ივნისს კი XXI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება ბათუმში. დრამატულ თეატრში სალომე ჯიქია და ფრანჩესკო ბარბაჯელატა ამ პროექტს გააცნობენ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს,
სააღდგომო ფესტივალი