იაპონური ტურისტული ჟურნალის “TRANSIT” დიდი ნაწილი საქართველოს ეძღვნება

15 დეკემბრიდან გამოიცა ცნობილი იაპონური ტურისტული ჟურნალის “TRANSIT” ახალი ნომერი კავკასიის შესახებ.

ჟურნალის დიდი ნაწილი საქართველოს და მის ტურისტულ პოტენციალს, ისტორიას, კულინარიას და ღვინოს ეძღვნება და იგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მომზადდა.

გამოცემაში აგრეთვე შესულია ინტერვიუ საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ ლეჟავასთან.

აქვე გაცნობებთ, რომ იაპონიაში შქმერული დაბრუნდა.

იაპონელების საყვარელი ქართული კერძი სწრაფი კვების მზა პროდუქციის მაღაზია “Origin”-ის 466 ფილიალში იქნება წარმოდგენილი.