ლადო ჭინჭარაული მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ლადო ჭინჭარაული პარასროლაში  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ალ-აინი 2023 მიმდინარე ტურნირზე,  პნევმატიკური შაშხანიდან სროლაში  R4 კლასში მონაწილე  18 ქვეყნის პარამსროლელს შორის, ჩვენი პარასპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე ჩვენი პარამსროლელები აგრძელებენ გამოსვლას. ჭინჭარაული 16 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრ დისტანციაზე R9-ში იასპარეზებს.

აღნიშნულ ტურნირზე, დღეს დებიუტანტი გიორგი შეყილაძე, რომელიც ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეა,  პისტოლეტიდან სროლაში შეეცდება საპრიზო ადგილის მოპოვებას.