Cambridge Scholars Publishing-მა ნანა შარიქაძის პირველი ინგლისურენოვანი წიგნი გამოსცა

Cambridge Scholars Publishing-მა გამოსცა კონსერვატორიის რექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის – ნანა შარიქაძის პირველი ინგლისურენოვანი წიგნი, რომელიც ეხება XX საუკუნის ქართული მუსიკის ისტორიის აქტუალურ საკითხებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან და საბჭოური კულტურული პოლიტიკის დამკვიდრებიდან დაწყებული, დღემდე.

Cambridge Scholars Publishing: “წიგნში აღწერილი გზა მოიცავს მთელ საუკუნეს, დაწყებულს ქართული აკადემიური მუსიკის დამოუკიდებლობის 1028 დღით (1918-1921), მისი „ნაციონალური“ კონცეფციისა და მუსიკალური იდენტობის დამკვიდრებით ქართულ საკომპოზიტორო ხელოვნებაში; ნაჩვენებია თუ რა შრომა გასწია ქართველ კომპოზიტორთა პირველმა თაობამ, რათა მყარი საფუძველი ჩაეყარა ეროვნული აკადემიური მუსიკის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, შემდგომი განვითარების პოტენციალის მქონე იდეები და კონცეფციები სხვა კალაპოტში განვითარდა, ან საერთოდ შეწყდა „ისტორიული ტურბულენტობის“ გამო.

საინტერესოდ არის წარმოდგენილი არა მარტო კომპოზიტორთა სხვადასხვა თაობების თანაარსებობის ისტორია და მათი სტილური მრავალსახეობა საბჭოთა სინამდვილეში, არამედ ამ რეალობაში არსებული „არაოფიციალური მუსიკის“ ფენომენი და ვარშავის შემოდგომის ფესტივალის როლი, როგორც „კონტაქტის ზონა“ რკინის ფარდის მიღმა ქვეყნებისთვის, მათ შორის ქართველი კომპოზიტორებისთვის, XX საუკუნის განსხვავებული კულტურული და პოლიტიკური კონტექსტები, რომლებიც ურთიერთგამჭოლი სახით ზემოქმედებდნენ ქართულ მუსიკაზე.

წიგნი საინტერესო იქნება არა მარტო მუსიკოსებისთვის, არამედ ფართო მკითხველისთვისაც.”