სარედაქციო სტიპენდიის პროგრამა JIBF 2024 30-მდე რედაქტორს იწვევს

გამოცხადდა სარედაქციო სტიპენდიის პროგრამა JIBF 2024, რომელიც იერუსალიმში 2024 წლის 24-30 მაისს გაიმართება.

ზევ ბირგერის სარედაქციო სტიპენდიის პროგრამა ითვალისწინებს ერთკვირიანი პროფესიული სემინარის დაფინანსებას საგამომცემლო სფეროში აქტიურად ჩართული პირებისთვის.

სარედაქციო სტიპენდიის პროგრამა იწვევს 30-მდე რედაქტორს, ლიტერატურულ აგენტსა და სკაუტს, რომლებიც შეირჩევიან საგამომცემლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მიერ.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სარედაქციო საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომელთაც ამავე სფეროში მუშაობის 5-დან 15 წლამდე გამოცდილება აქვთ.

სემინარი დაემთხვევა იერუსალიმის წიგნის ფორუმს, რომელიც 26-29 მაისს ჩატარდება.

კონკურსში განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

დაინტერესებისა და კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.