ბერძნულად ითარგმნა და გამოიცა ნესტან ნენე კვინიკაძის „38,44“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ბერძნულად ითარგმნა და გამომცემლობის Vakxikon Publications-ს მიერ გამოიცა ნესტან ნენე კვინიკაძის „38,44“.

მთარგმნელი: ქრისტინა დრეკუ.

ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.