ქართველმა ძალოსნებმა კიდევ 4 მედალი მოიპოვეს

ბუქარესტში მიმდინარე  (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით საბა ასანიძე და ნიკოლოზ ესართიამ (81 კგ.) წარმატებით იასპარეზეს.

საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ.  წარმატებით გამოიყენა, ოქროს მედალი მოიპოვა და ატაცში ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამითაც.

ნიკა ესართიამ კი 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევის შედეგად  ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 168 კგ. დაძლია მე-6 ადგილზე გავიდა,  ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამით კი მე-4 საფეხურზეა.