სანდრო გეგჭკორის პირველი კომპაქტდისკი “სოლფა რექორდინგსმა” ჩაწერა

მალე სანდრო გეგეჭკორის პირველი კომპაქტდისკი გამოვა, რომელიც “სოლფა რექორდინგსმა” ჩაწერა. “Ad Infinitum”-ში გაერთიანებულია ბახის, ლისტის, რახმანინოვისა და დე ფალიას ნაწარმოებები. ასევე, მასში შესულია 2 ქართული კომპოზიცია.

„მეგობრებო, ჩემი პირველი დისკის რეპერტუარი, რომელიც ასევე ყველა მუსიკალურ და სოციალურ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, არ მინდოდა, რომ ქართული გენიალური ჰანგების გარეშე დარჩენილიყო.

გადავწყვიტე დესერტად ჩემს მიერ ორი გენიალური  ქართული სიმღერისთვის: “თეთრს კლავიშებს” და “თბილისის მზეს” ჩემებური არანჟირებული საფორტეპიანო იმპროვიზაცია დამერთო! 4 აგვისტოს ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში ბახთან, ლისტთან, რახმანინოვთან და დე ფალიასთან ერთად!

მადლობა ამ სიმღერის ბრწყინვალე ავტორებს, რომ ასეთი გენიალური ქართული მუსიკა შემატეს ჩვენი მუსიკალური კულტურის ისტორიას!

Stay tuned!!!“, – წერს სოციალურ ქსელში სანდრო გეგეჭკორი.

4 აგვისტოდან დისკი ყველა ონლაინ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ პიანისტი სანდრო გეგეჭკორი, ნიუ-იორკში, ჯულიარდის მუსიკის სკოლაში ჩაირიცხა და აგვისტოდან იქ განაგრძობს სწავლას.