პიანისტი სანდრო ნებიერიძე სწავლას იტალიაში, საფორტეპიანო ოსტატობის აკადემიაში განაგრძობს

დღეს მოკლედ გიამბობთ სანდრო ნებიერიძის ბოლოდროინდელი წარმატების შესახებ.

სანდრომ სოლო კონცერტები გამართა ორი უდიდესი კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში – Mecklenburg-Vorpommern და Kissinger Sommer  და ასევე ლეგენდარულ ვენის კონცერტჰაუსში  ლიზა ბათიაშვილის ფონდის გალა კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ამის პარალელურად, ჩააბარა იტალიაში, კერძოდ ქალაქ იმოლაში – ერთ-ერთ საუკეთესო, საფორტეპიანო ოსტატობის აკადემიაში, სადაც ლეგენდარულ პროფესორთან, ბორის პეტრუშანსკისთან გააგრძელებს სწავლას სულ რაღაც ორიოდე თვეში.

იგი, სულ რამდენიმე დღის წინ, მიიწვიეს ბერლინის კონცერტჰაუსში, Young Euro Classics 2023 ფესტივალზე, სადაც 19 აგვისტოს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად  შეასრულებს ორი საკვანძო სცენას საკუთარი კამერული ბალეტიდან.

28 ივლისს  მონაწილეობდა ჰოლანდიის რადიოს  NTR Podium-ის გადაცემაში.

სანდრო ნებიერიძეს საქართველოშიც მალე შევხვდებით, წინანდლის ფესტივალზე.