გიორგი ბენდელიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის პრიზიორია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი ბენდელიანი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლისმედალოსანია.

ბენდელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა ისრაელელი და ჩეხი მეტოქეები, ნახევარფინალში გასული ვაზარით გაუმკლავდა ბულგარელ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თურქ სელიმ არი ემირთან ორი ვაზარით დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

შეჯიბრების სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს.