ირაკლი გოგიბერიძემ “arte piano”-ზე პირველი პრემია მოიპოვა

იტალიაში, კასტელნუოვო დე ფარფაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “arte piano”  კონსერვტორიელმა ირაკლი გოგიბერიძემ მის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.

ასევე მას პრიზად გადაეცა მომავალ წელს “Arte PIano” ფესტივალზე სოლო კონცერტის გამართვა.

ირაკლი გოგიბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატის მეორე კურსზეა და სპეციალობას პროფესორ ლალი სანიკიძის კლასში ეუფლება.