17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 7 მედლით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით  17-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 7 მედლით (10 წონიდან 7-ში მედალი) დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონები  გიორგი მაისურაძე (51 კგ) და  სანდრო ყურაშვილი (92 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედალს მათე ცინაძე (45 კგ) დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები გეგი ონიანმა (48 კგ); არშაკ ლულუკიანმა (55 კგ); კონსტანტინე პეტრიაშვილმა (80 კგ) და სანდრო აბრამიშვილმა (110 კგ) მოიპოვეს.