ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეებს შორის, გუშინ საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (55კგ) და საბა ჩილაშვილი (110 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს იური ჩაფიძე (48 კგ) და გიორგი ჭიკაიძე (65) დაეუფლნენ.
დღეს, საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი აქვს – ოქროს მედლისთვის ლუკა ლომაძე (71) და საბა ფურცელაძე (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ჯაბა ბოლქვაძე (45 კგ); კობა ქარუმიძე (52 კგ) და საბა სურმანიძე (60 კგ) იბრძოლებს.
პირველი დღის შემდეგ, საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 100 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია(60 ქულა), მესამეზე – სომხეთი (51).