მარია ალავიძე მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასის სუპერფინალის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ნაკრების წევრმა სინქრონულ ცურვაში, მარია ალავიძემ მსოფლიო თასის სუპერფინალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ტორონტოში, თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 267.8437 ქულა დააგროვა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მარია ალავიძე აქამდე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო ამ წარმატების შემდეგ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
მარია ალავიძე