პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაშია

პიანისტი გიორგი გიგაშვილი უკვე ოფიციალურად BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაშია, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიცაა  BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra. ინფორმაციას ამის შესახებ თავად გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დიახ დიახ დიახ დიახ დიახ!!!

BBC-ის ახალგაზრდა თაობის ორწლიან (2023-2025) პროგრამაში ვარ ოფიციალურად, რაც გულისხმობს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს, ფესტივალებსა და ალბომების ჩაწერას ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიც არიან BBC Philharmonic და BBC Symphony Orchestra“, – წერს გიორგი გიგაშვილი.