24 მედალი – ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა!

შეჯიბრების ბოლო დღეს – 4 ივნისს, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში დარჩენილ ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები. ქართული დელეგაციიდან, განსაკუთრებით შთამბეჭდავი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჰქონდათ – საერთო მონაგარს 3 ოქრო და 4 ბრინჯაო შემატეს.

ჩემპიონები გახდნენ: თემურ თუთარაშვილი (41 კგ), გოგა ოთინაშვილი (57 კგ) და იაკობ ქობულაშვილი (68 კგ). მესამე საპრიზო ადგილები კი ლევან ნოზაძემ (41 კგ), იოანე სხილაძემ (48 კგ), გოგა ხაბაზმა (48 კგ) და იაშა ჩხეიძემ (68 კგ) დაიკავეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრები რუმინულ ტურნირზე 16 სპორტსმენით გამოვიდა და მათგან 15-მა შეძლო მედლის მოპოვება!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველთაგან 4 ივნისს ყველაზე შედეგიანად რამაზ ბასილია (41 კგ) გამოვიდა – გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ჩემპიონი გახდა. რეზი გუჯაბიძე (57 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, საბა კუჭოშვილი და საბა ვანაძე (68 კგ) კი ბრინჯაოს.

თავისუფალი ჭიდაობა

თემურ თუთარაშვილი (41 კგ) – ოქრო

საბა ტყემალაძე (52 კგ) – ოქრო

გოგა ოთინაშვილი (57 კგ) – ოქრო

კობა გოგუაძე (62 კგ) – ოქრო

იაკობ ქობულაშვილი (68 კგ) – ოქრო

ლუკა ბერიშვილი (75 კგ) – ოქრო

ნიკოლოზ ბარათაშვილი (44 კგ) – ვერცხლი

რატი რევაზიშვილი (62 კგ) – ვერცხლი

ჯონი შაორშაძე (75 კგ) – ვერცხლი

გიგია ლუქუნიძე (85 კგ) – ვერცხლი

დავით მძევაშვილი (38 კგ) – ბრინჯაო

ლევან ნოზაძე (41 კგ) – ბრინჯაო

იოანე სხილაძე (48 კგ) – ბრინჯაო

გოგა ხაბაზი (48 კგ) – ბრინჯაო

იაშა ჩხეიძე (68 კგ) – ბრინჯაო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრები – გუნდური I ადგილი!

ბერძნულ-რომაული

გიგი პაქსაძე (38 კგ) – ოქრო

რამაზ ბასილია (41 კგ) – ოქრო

ლუკა ხაინდრავა (52 კგ) – ოქრო

ლუკა მარტიაშვილი (75 კგ) – ოქრო

თემურ სიმსივე (85 კგ) – ოქრო

სიმონ ბასილია (52 კგ) – ვერცხლი

რეზი გუჯაბიძეს (57 კგ) – ვერცხლი

საბა კუჭოშვილი (68 კგ) – ბრინჯაო

საბა ვანაძე (68 კგ) – ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრები – გუნდური I ადგილი!