კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე Cannes Docs ქართველმა კინემატოგრაფისტებმა თავიანთი ფილმების პროექტები წარადგინეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
პრეზენტაციებს საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლები და გაყიდვების აგენტები დაესწრნენ.
პროექტებს – „რაც თავი მახსოვს“ და „ცხრათვიანი კონტრაქტი“ უკვე მოპოვებული აქვთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება.