ნიკა ხომერიკი Indiana University Bloomington-ში გააგრძელებს სწავლას

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ხომერიკი Indiana University Bloomington-ში რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან მიიღო რობერტ ბირნესის სახელობის სტიპენდია, რაც მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებასა და სტიპენდიას. ის ამ ჯილდოს 26-ე მფლობელია, ხოლო საქართველოდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი პირველი.

ნიკა ასევე მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა: Georgetown University, University of Pittsburgh, The University of North Carolina at Chapel Hill, Uppsala University. მაგრამ მან არჩევანი გააკეთა Indiana University Bloomington-ზე, რადგან სურს საფუძვლიანად შეისწავლოს საბჭოთა კინო და პროპაგანდა, ამ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კი სრულად ეთმობა საბჭოთა პერიოდის შესწავლასა და კვლევას ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ლექტორებით. ნიკას სამომავლო ინტერესიც სწორედ კვლევა და აკადემიური მიმართულებით განვითარებაა.

ნიკა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით (ჩინური ენა) სწავლობდა.